ფეხბურთი

20:01 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდი” სტრამაჩონის კანდიდატურას განიხილავს

 

ინგლისის “სანდერლენდის” ხელმძღვანელობა, გუნდის მთავარ მწვრთნელად, იტალიელი ანდრეა სტრამაჩონის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ, იტალიური პრესა იუწყება.

37 წლის იტალიელი სპეციალისტი, 2012 წლის 26 მარტიდან 2013 წლის 24 მაისამდე “ინტერს” ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც განვლილ სეზონშნი გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა და ბოლო 15 წლის მანძილზე ევროთასებზე ვერ მოხვდა, ის დაითხოვეს. ამჟამად, სტრამაჩონი უმუშევარია.

“სანდერლენდმა” ახალი მწვრთნელის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამდებობა პაოლო დი კანიომ დატოვა.

 

0.112807