გუსტავო პოიეტი “სანდერლენდის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. The Sun-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ურუგვაელ სპეციალისტთან უკვე გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
“სანდერლენდის” დამრიგებლის ვაკანსია კლუბის ხელმძღვანელობის მიერ პაოლო დი კანიოს დათხოვნის შემდეგ გამოჩნდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “სანდერლენდს” 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლო – მე-20 ადგილს იკავებს.