ფეხბურთი

18:41 | 26.02.2013 | ნანახია NaN - ჯერ

სანჩესისთვის ბრძოლაში “ფიორენტინაც” ჩაერთო

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი იტალიის ჩემპიონატს დაუბრუნდეს. Sport.es-ის ცნობით, ჩილელისადმი ინტერესს ფლორენციის “ფიორენტინა” იჩენს. 

ფლორენციელთათვის სანჩესისთვის ბრძოლა იოლი არ იქნება, რადგან ჩილელის ხილვა ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერსაც” სურთ. ჯერჯერობით, “უდინეზეს” ყოფილი ფეხბურთელი კატალონიიდან აბარგებაზე არ საუბრობს, მაგრამ არაა გამორიცხული, სარფიანი წინადადების შემთხვევაში, ტრანსფერი შედგეს. 
რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” სანჩესს 18 მილიონ ევროდ აფასებს.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065114