კალათბურთი

15:03 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის “სან დიეგოს” მე-3 გამარჯვება

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტური ლიგის ვესთ ქოუსთის დივიზიონში მე-3 გამარჯვება იზეიმა. ქართველი მცველის კლუბმა სტუმრად “პორტლენდს” 65:63 სძლია და დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 5 შეცდომა დაუშვა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ტორეროსს” ტრადიციულად ჯონი დიმ ულიდერა (21 ქულა), რომელიც გუნდის უპირველესი მექულეა. სან დიეგოელები მორიგ მატჩს 31 იანვრის დილას შინ “სენტ მერისთან” ჩაატარებენ, რომელიც 5 მოგებით და 2 მარცხით დივიზიონში მე-2 ადგილზეა.

0.114805