კალათბურთი

21:38 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის “სან დიეგო” მეოთხედფინალში დამარცხდა

აშშ-ს სტუდენტური ლიგის ვესთ ქოუსთის დივიზიონის მეოთხედფინალში დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” ლას ვეგასში “სან ფრანცისკოს” გაეჯიბრა და 60:69 წააგო.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი სამჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრაში სანაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მან საპლეიოფო მატჩში ასპარეზობაც მოახერხა.

0.123412