აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში წარმატებულ თამაშს განაგრძობს დუდა სანაძის “
15 ნოემბერს სან დიეგოელებმა “მორგან სტეიტი” 68:61 დაამარცხეს, დუდა კი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 30 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველი კალათბურთელი უფრო შედეგიანი გახლდათ 17 ნოემბერს “ჩრდილოეთ კენტუკისთან“ შეხვედრაში, რომელიც “ტორეროსმა” გაცილებით იოლად მოიგო – 75:44. სანაძე ამჯერადაც სასტარტოში იყო და მართალია მხოლოდ 16 წუთს იასპარეზა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი.
დუდამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 2 შეცდომა დაუშვა. 22 ნოემბრის დილას სანაძის კლუბი ასევე სან დიეგოს წარმომადგენელ “კრისტიანს” გაეჯიბრება.