კალათბურთი

23:43 | 27.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

სანაძის 16 ქულა კალიფორნიაში

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” მორიგი პოსტ-სეზონური მატჩი ჩაატარა და კალიფორნიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში “პასიფიქ თაიგერსთან” 60:75 წააგო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25 წუთში 16 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 7-დან 6 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, შორი დისტანციიდან კი ვერ ივარგა – 6-ვე სამქულიანი ააცილა. ქართველი მცველის პასივში 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი იყო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:07 | 29.12.2014
Irakli Pirvelashvili (604)

რა უქნეს ჩელსიში, მანამდე მხეცი იყო დაგეშილი გოლებზეე.

16:52 | 29.12.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია ამათ მაინც გაუმართლებს იმედებს.

0.067434