კალათბურთი

14:05 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ ტრავმა მიიღო

ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ აშშ-ს სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა.

“ბრიგჰემთან” შეხვედრაში ქართველი მცველი სასტარტო ხუთეულში გახლდათ, თუმცა, დაშავებამდე მხოლოდ 10 წუთით დაიტვირთა.

აღნიშნულ დროში დუდამ “სან დიეგოს” 6 ქულა და 2 მოხსნა შესძინა და ორჯერაც ბურთი დაკარგა. სანაძემ 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.

თუ რანდენად სერიოზულია ქართველი კალათბურთელის ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.

“სან დიეგომ” “ვესთ ქოუსთის” დივიზიონში ასპარეზობა 7 მოგებით და 11 მარცხით მე-6 ადგილზე დაასრულა და ახლა, პლეი ოფისთვის მზადებას დაიწყებს.

0.141266