კალათბურთი

11:29 | 12.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

"სან ანტონიოს" პრინციპული გამარჯვება "ოკლაჰომასთან"

  AT&T CENTER-ში "პორტლენდთან" 30-ქულიანი მარცხის შემდეგ, გრეგ პოპოვიჩს და მის "სან ანტონიოს" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა, რაც მშვენივრად გამოუვიდათ. "სპურსმა" პრინციპულ მატჩში კონფერენციაში უშუალო კონკურენტი "ოკლაჰომა" 105:92 დაამარცხა და დასავლეთში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
"ოკლაჰომამ" მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და რას ვესტბრუკის კარგი გარჯის შედეგად მალევე მოიპოვა მნიშვნელოვანი უპირატესობა. "თანდერის" ძირითადი გამთამაშებელი პირველ მეოთხედში ქულებსაც აგროვებდა (6 ქულა) და საკუთარ თანაგუნდელებსაც პასებით მშვენივრად ამარაგებდა (5 პასი). წარმოშობით კონგოელმა სერჟ იბაკამ სამწამიან ზონაში რამდენიმეჯერ ძალისმიერი ბრძოლა მოუგო მასპინძლებს, თაბო სეფოლოშამ და შეცვლაზე შემოსულმა კევინ მარტინმა ჯამში 3 სამქულიანი ჩააგდეს და "ოკლაჰომა" საწყისი 12 წუთის შემდეგ 10-ქულიანი სხვაობით გავიდა წინ - 32:22.
მეორე პერიოდის სტარტზე გრეგ პოპოვიჩმა მნიშვნელოვანი ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მეტ-ნაკლებად დაცვაზე ორიენტირებული ჯოზეფის ნაცვლად პარკეტზე სამქულიანების უბადლო მსროლელი გარი ნილი შემოუშვა, რომელიც შეტევაში თავისი აქტიური ქმედებებით რას ვესტბრუკს ზღუდავდა და "ოკლაჰომას" გამთამაშებელმაც ძირითადი აქცენტი დაცვაში თამაშზე გადაიტანა. "სან ანტონიომ" თამაში გაშალა, იგრძნო რა მეტოქის მოდუნება და მეორე მეოთხედში "თანდერის" კალათს 68%-იანი სიზუსტით შეუტია, რის შედეგადაც მასპინძლებმა დიდი გაქცევა მოუწყვეს სტუმრებს და დიდ შევენებაზე "სპურსი" 7-ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა - 57:50.
ძალიან ინერტული გახლდათ კევინ დურანტი, რომელიც რიგ ეპიზოდებში ერიდებოდა საკუთარ თავზე თამაშის აღებას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ დააკლდა სკოტ ბრუქსის გუნდს სეზონის წინ "ჰიუსტონში" გაშვებული ჯეიმს ჰარდენი. მისმა შემცვლელმა კევინ მარტინმა შეხვედრა 9 ქულით დაამთავრა, მაგრამ დაცვაში არაფერი გაუკეთებია. სწორედ ეს ფაქტორი გახლდათ გადამწყვეტი. ბორის დიაოს და ტიაგო სპლიტერის დუეტმა მატჩის მეორე ნახევარში მეტოქის სამწამიანი ზონა დაიპყრო. ისინი ძალიან ბევრს მოძრაობდნენ, რის შედეგადაც სერჟ იბაკა და კენდრიკ პერკინსი უბრალოდ ტემპში ვერ აყვნენ და სწრაფი კომბინაციების შედეგად არაერთი ქულა ჩავარდა "თანდერის" კალათში.
უკანასკნელი მეოთხედის საწყის წუთებზე არგენტინელი მანუ ჯინობილის ჭკვიანური თამაშის შედეგად, მასპინძლებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე და 18-ქულიანი სხვაობით გავიდნენ წინ - 92:74. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რის შემდეგაც პოპოვიჩმა სათადარიგო ხუთეულის კალათბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. "გარბიჯ თაიმად" წოდებულ დროში პარკეტზე დარჩენილმა კევინ დურანტმა 10 ქულა მიითვალა, თუმცა ამას მატჩის საბოლოო შედეგზე აღარ უმოქმედია. საბოლოოდ - 105:92, "სპურსის" დამაჯერებელი გამარჯვება.
შეხვედრის გმირი "სან ანტონიოს" ბრაზილიელი ცენტრი ტიაგო სპლიტერი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მის გარდა მასპინძელთა სასტარტო ხუთეულიდან კიდევ სამმა კალათბურთელმა შეძლო 13 ან მეტი ქულის დაგროვება.
დღევანდელი წარმატების შემდეგ, "სან ანტონიომ" (49-15) უფრო გაიმყარა პოზიციები დასავლეთ კონფერენციაში და მეორე ადგილზე მყოფ "ოკლაჰომას" (47-17) საკმაო ჰანდიკაპით უგებს. ორივე გუნდს რეგულარულის დასრულებამდე 18-18 მატჩის გამართვა მოუწევთ, ამ 18 მატჩიდან "სპურსი" 11-ს საკუთარ არენაზე ჩაატარებს. “ოკლაჰომასთან" ურთიერთშეხვედრებში "სან ანტონიო" წინ გავიდა - 2:1, რეგულარულის მოგება-წაგების თანაბარი მაჩვენებლებით დასრულების შემთხვევაში უპირატესობა ამ ფაქტორის გამო გრეგ პოპოვიჩის გუნდს მიენიჭება.
მატჩისშემდგომ კომენტარებში, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო ასეთი ინერტული და თამაშიდან მხოლოდ 13-ჯერ რატომ ისროლა ბურთი მეტოქის კალათისაკენ, კევინ დურანტმა უპასუხა: "ძალიან შეზღუდული ვიყავი შეტევაში, მეტოქეები ხელს მიშლიდნენ და ურთულესი პოზიციებიდან სროლების განხორციელებას მერჩივნა, პასები გამეკეთებინა. ყოველთვის ვცდილობ, სწორი კალათბურთი ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობების ყოველთვის მტკიცედ მჯერა".
თორნიკე შენგელია და მისი "ბრუკლინ ნეთსი" "ფილადელფია სევენთისიქსერსს" ესტუმრნენ და 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ - 97:106. მასპინძელთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა 13 ან მეტი ქულა დააგროვა. შეხვედრის გმირი კი სპენსერ ჰოუსი გახდა, რომელმაც "ნეთსს" 24 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა, ასევე ორმაგი დუბლები ჰქონდათ ჯრუ ჰოლიდეის (15ქ+11პ) და თედ იანგს (16ქ+10მ). სტუმართა რიგებში გამოირჩა დერონ უილიამსი, რომელმაც თამაშიდან 19-ჯერ ისროლა და 11-ჯერ ჩააგდო (27ქ+13პ+6მ). "ბრუკლინის" ქართველი ფორვარდი სამატჩო განაცხადში კი იყო, მაგრამ თამაშში ჩართვის შანსი არ მისცემია.

სან ანტონიო - ოკლაჰომა 105:93 (22:32, 35:18, 26:24, 22:19)
სან ანტონიო: ჯოზეფი (4), გრინი (16), ლეონარდი (17), სპლიტერი (21+10მ), დანკანი (13); ჯექსონი (4), დიაუ (11), ჯინობილი (12), ნილი (7), მილსი, დე კოლო, ბლერი
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (25), სეფალოშა (7), პერკინსი (6), იბაკა (13+16მ), დურანტი (26); მარტინი (9), კოლისონი (4), ტაბიტი, ფიშერი (1), ჯექსონი (2)

ფილადელფია - ბრუკლინი 106:97 (24:28, 29:18, 29:29, 24:22)
ფილადელფია: ჰოლიდეი (15+11პ), ვილკინსი (13), თ. იანგი (16+10მ), თერნერი (16), ჰოუსი (24+10მ+7პ); მოუტრი (2), რაიტი (15), ჯენკინსი, აივი (3), ალენი (2)
ბრუკლინი: უილიამსი (27+13პ), ჯონსონი (20), ლოპესი (19),ევანსი (9), ვოლესი (4); ბლაჩი (9),ვოტსონი (2), ბრუქსი, ტელეტოვიჩი (4), ბოგანსი (3)

იუტა - დეტროიტი 103:90 (20:19, 31:18, 25:33, 27:20)
იუტა: მო უილიამსი (20), ფოი (2), ჯეფერსონი (16+10მ), ფეივორსი (6), კეროლი (5); მა. უილიამსი (14); ბარქსი (5), კანტერი (14), ევანსი (8), ჰაივარდი (13)
დეტროიტი: ნაითი, სინგლერი (5), მონრო (15+13მ), ჯერებკო (15), კალდერონი (14); სტაკი (15), მიდლეტონი (12), ბაინამი (12), ვილიანუევა (2)

ფინიქსი - დენვერი 93:108 (26:25, 24:28, 24:27, 19:28)
ფინიქსი: დრაგიჩი (8), ჯონსონი (18), სკოლა (9), მარკიფ მორისი (4), მარკუს მორისი (16); დადლი (12), ტაკერი, მარშალი (3), ჰადადი (13), ბრაუნი (2), ბისლი (8)
დენვერი: ლოუსონი (19), იგუადალა (6), კუფოსი (22+10მ), ფარიდი (10), გალინარი (5); მილერი (7), ბრიუერი (20), მაკგი (8), ჩენდლერი (11)

გოლდენ სტეიტი - ნიუ იორკი 92:63 (26:23, 24:12, 25:19, 17:9)
გოლდენ სტეიტი: კარი (26), ტომპსონი (23), ბოგატი (4), ლი (21+10მ+8პ), ბარნსი (5); ეზელი (2), ტომასი (1), ლენდრი, ჯეკი (4), გრინი (1), ბაზემოური (5), ჯეფერსონი
ნიუ იორკი: ენტონი (14+10მ), შამპერტი (8), ჩენდლერი (4), ვაითი, ფელტონი (10); პრიჟიონი, კოუპლენდი (15), მარტინი (3), კიდი, სმიტი (9), ნოვაკი

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 64 49 3 3 15 6705:6152 0.766
2. ოკლაჰომა 64 47 4 1 17 6815:6221 0.734
3. კლიპერსი 65 45 0 1 20 6574:6134 0.692
4. მემფისი 61 42 3 1 19 5714:5453 0.689
5. დენვერი 65 43 3 1 22 6882:6583 0.662
6. გოლდენ სტეიტი 65 36 2 2 29 6537:6552 0.554
7. ჰიუსტონი 64 34 0 3 30 6836:6631 0.531
8. იუტა 64 33 3 2 31 6296:6319 0.516
9. ლეიკერსი 64 33 2 0 31 6559:6486 0.516
10. დალასი 62 29 1 8 33 6273:6337 0.468
11. პორტლენდი 62 29 5 1 33 6077:6186 0.468
12. მინესოტა 60 21 1 1 39 5664:5874 0.350
13. ნიუ ორლეანი 64 22 1 3 42 6042:6265 0.344
14. ფინიქსი 64 22 3 2 42 6056:6416 0.344
15. საკრამენტო 65 22 0 4 43 6439:6833 0.338

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 61 47 5 1 14 6312:5866 0.770
2. ნიუ იორკი 61 38 0 1 23 6062:5841 0.623
3. ინდიანა 63 39 2 3 24 5924:5652 0.619
4. ბრუკლინი 64 37 5 0 27 6083:6037 0.578
5. ჩიკაგო 63 35 3 1 28 5813:5754 0.556
6. ბოსტონი 62 34 7 4 28 5953:5939 0.548
7. ატლანტა 62 34 4 1 28 6038:6003 0.548
8. მილუოკი 61 32 3 2 29 6032:6078 0.525
9. ტორონტო 64 25 2 7 39 6260:6342 0.391
10. ფილადელფია 63 24 2 1 39 5821:6063 0.381
11. დეტროიტი 66 23 0 3 43 6226:6487 0.348
12. კლივლენდი 63 21 0 1 42 6149:6371 0.333
13. ვაშინგტონი 61 20 0 5 41 5596:5800 0.328
14. ორლანდო 64 18 0 3 46 6029:6427 0.281
15. შარლოტი 63 13 3 1 50 5854:6519 0.206




კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:05 | 30.08.2017
Mr_gr (1404)

სრული უპსტივცემულობა ქართველ ფეხბრურტელებს არავინ სტადიონზე ამათი მაჩანჩალა

17:19 | 30.08.2017
shakooo7 (2507)

ე ბიჯო ვაისის ხათრით ცოტა მოგვიდექი რაია

22:33 | 30.08.2017
ogafa (10220)

16:14 | 30.08.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

სუდიაც ჩვენი ყოფილა, ვიგებთ კაროჩე - 2:1 DDD

22:35 | 30.08.2017
ogafa (10220)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155408
სარეკლამო ადგილი - 99
X x X