AT&T CENTER-ში "მაიამისთან" განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილ გუნდს ურთულესი გასვლა ჰქონდა მემფისში, იქაურ "გრიზლისთან". ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილმა "სპურსმა" შეხვედრა მატჩის ბოლო წამებზე დათმო 90:92 და დასავლეთ კონფერენციაში საკუთარი პირველობა ეჭვქვეშ დააყენა.
"მემფისმა" მეტოქეს მძიმე, პოზიციური კალათბურთი შესთავაზა, სადაც ძირითადი ბრძოლები სამწამიანი ზონის მისადგომებთან ხდებოდა. აქ კი უპირატესობა აშკარად მასპინძლებს ქონდათ მარკ გასოლისა და ზაკ რენდოლფის წყვილით, თავის მხრივ სტუმრებს აკლდათ გუნდის ვეტერანი ლიდერი ტიმ დანკანი, რაც უფრო აიოლებდა "გრიზლის" ამოცანას.
თანაბარ ბრძოლაში მილეული პირველი მეოთხედის შემდეგ (21:21) "სპურსმა" მეორე პერიოდი შესანიშნავად დაიწყო, ბრწყინვალედ ირჯებოდა ნანდო დე კოლო, რომელმაც ზედიზედ 6 ქულა შესძინა თავის გუნდს, ახალგაზრდა ფრანგს მშვენივრად აუბეს მხარი ბრაზილიელმა ტიაგო სპლიტერმა და ტონი პარკერსმა, რის შემდეგადაც სტუმრებმა მოიპოვეს მცირე უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 7 ქულიანი სხვაობითაც გავიდნენ 44:37.
ლაიონელ ჰოლინზმა მეორე ტაიმში ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა, "მემფისმა" ტონი ალენის და ტაიშონ პრინსის დაცვაში კარგი გარჯის შედეგად გადაკეტა პერიმეტრი, რის გამოც საბოლოოდ ჩაიკარგნენ დენი გრინი და გარი ნილი. "სპურსის" უპირატესობამ ნელ-ნელა დნობა დაიწყო და უკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ესპანელი მარკ გასოლის ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნის შემდეგ ანგარიშიც გათანაბრდა 82:82. "სან ანტონიომ" მყისიერად მოუმატა სათამაშო ტემპს და 6:0 გაიქცა, თუმცა ამჯერადაც 3 წამიანში წინა ხაზის აგრესიული თამაშის ხარჯზე საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე მასპინძლებმა მინიმუმამდე შეამცირეს ჩამორჩენა 87:88. საპასუხო შეტევაში რეაქტიულმა ტონი პარკერმა მეტოქეს ფოლი გამოსტყუა, რაც შემდგომ 2 ქულად აქცია 90:87. "მემფისის" მდგომარეობა დამძიმადა, თუმცა მოულოდნელად მხსნელად ძირითადი გამთამაშებელი მაიკ კონლი მოევლინათ, რომელმაც ჯერ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 0,6 წამით ადრე გამარჯვების მომტანი ბურთიც ჩააგდო სამწამიანი ზონიდან 92:90.
მატჩის გმირიც სწორედ კონლი გახდა, მან თამაშიდან 17-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 11 ზუსტად "ჩასვა", მისმა ჯამურმა მონაგარმა 23 ქულა შეადგინა. სტუმართა მხრიდან კი გამოირჩა ტონი პარკერი 25 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "მემფისს" 24 წაგების წილ 50 გამარჯვება დაუგროვდა. "გრიზლი" ამჟამად დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება, თუმცა შესანიშნავ შანსს იტოვებს რეგულარული სეზონი მესამე საფეხურზე დაასრულოს და პლეი ოფის პირველ რაუნდში გაცილებით უფრო სუსტი მეტოქე მიიღოს.
მემფისი - სან ანტონიო 92:90 (21:21, 16:23, 25:24, 30:22)
მემფისი: კონლი (23), ალენი (6), გასოლი (16), რენდოლფი (11+10მ), პრინსი (11); არტური, ბეილისი (17), როტენი (1), პოინდექსტერი (1), დევისი (4), დაიე (2)
სან ანტონიო: პარკერი (25), გრინი (3), სპლიტერი (13+11მ), დიაუ (7), ჯექსონი (12); ნილი (8), ბლერი (6), ბონერი (6), დეკოლო (10)
კლიპერსი - ინდიანა 106:109 (21:29, 22:22, 22:30, 41:28)
კლიპერსი: პოლი (10), გრინი (9), ჯორდანი, გრიფინი (17), ბატლერი (10); ჰოლინზი (11), ბარნსი (8), კროუფორდი (25), ოდომი (9), ბლედსოუ (7)
ინდიანა: ჰილი (13), სტივენსონი (13), ჰიბერტი (26+10მ), ვესტი (16), ჯორჯი (23); ჰენსბრო (2), ჯონსონი (6), მაინმი, ოგუსტინი (10), იანგი, პენდერგრაფი
ტორონტო - დეტროიტი 98:108 (24:25, 31:29, 24:21, 19:33)
ტორონტო: ლოური (9), დეროუზანი (15), ვალანჩუნასი (17), ჯონსონი (6), გეი (34); ანდერსონი (34), ტელფაირი (6), როსი, ეისი (4)
დეტროიტი: კალდერონი (19), ნაითი (5), დრამონდი (4), მონრო (24), სინგლერი (5); ჟერებკო (15), მიდლეტონი (11), სტაკი (18), ვილიანუევა (7)
ატლანტა - კლივლენდი 102:94 (25:19, 27:25, 27:24, 23:26)
ატლანტა: ტიგი (19), ჰარისი (25), ჰორფორდი (16), სმიტი 918+14მ), კორვერი (9); ჯონსონი (7), სტივენსონი (3), მაკი (2), ტოლივერი (3)
კლივლენდი: ლივინგსტონი (14), ელინგტონი (10), ზელერი (12), ტომფსონი (5), ჯი (11); ვოლტონი (4), გიბსონი (4), სპეითსი (23), კასპი (9), ქვინი, ჯონსი (2)
მილუოკი - შარლოტი 131:102 (29:25, 40:35, 31:24, 31:18)
მილუოკი: ჯენინგსი (19), ელისი (19+14პ), სანდერსი (24+13მ), ილიასოვა (22), დანიელსი (4); დანლივი (15), რედიკი (20), იუდო (4), ჰენსონი (2), აიონი (2), სმიტი
შარლოტი: ვოკერი (27), ჰენდერსონი (17), ბიიომბო (4), მაკრობერტსი (8), ტეილორი (7); ადრიენი (4), გორდონი (14), ტომასი (13), პარგო (8), უილიამსი
ჰიუსტონი - ორლანდო 111:103 (32:14, 33:29, 25:31, 21:29)
ჰიუსტონი: ლინი (19+11პ), ანდერსონი (9), აშიკი (22+18მ), სმიტი (12), გარსია (14); დელფინო (12), მოტეიუნასი (11), რობინსონი (7), ბევერლი (5)
ორლანდო: უდრიხი (17), ჯონსი (2), ვუჩევიჩი (12+13მ), ჰარისი (18+11მ), ჰარკლსი (28); მური (6), ოქვინი (10), ლემბი, ნიკოლსონი (10)
მინესოტა - ბოსტონი 110:100 (27:25, 30:27, 27:26, 26:22)
მინესოტა: რუბიო (9), რიდნური (2), პეკოვიჩი (29), უილიამსი (11), კირილენკო (17); ბადინგერი (3), კანინგემი (19), ბარეა (11), შვედი (9)
ბოსტონი: ბრედლი (19), ლი (7), ვილკოქსი (4), ბასი (13), გრინი (10); რენდოლფი (8), ტერი (14), უილიამსი (14), კროუფორდი (11), ვაითი
იუტა - პორტლენდი 112:102 (29:19, 27:30, 31:25, 25:28)
იუტა: მო. უილიამსი (20), ფოი (11), ჯეფერსონი (24+10მ), მილსეპი (16), ჰაივარდი (12); ფეივორსი (18), მა. უილიამსი (2), ტინსლი, ბარქსი (7), ქეროლი, ევანსი (2), მერფი
პორტლენდი: მეტიუსი (23), ლილარდი (17), ლეონარდი (12), ჰიქსონი (7), ბატუმი (10); მეინორი (10), ფრილენდი (2), კლავერი (12), ბარტონი (4), სმიტი (5)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო |
74 |
55 |
4 | 3 | 19 |
7682:7130 |
0.743 | |
2. | ოკლაჰომა | 74 | 54 | 4 | 2 | 20 | 7847:7169 | 0.730 | |
3. | დენვერი | 74 | 50 | 4 |
1 | 24 | 7815:7471 | 0.676 | |
4. | კლიპერსი | 75 | 49 | 0 | 2 | 26 | 7551:7104 | 0.653 | |
5. | მემფისი | 74 | 50 | 4 | 1 | 24 | 6940:6659 | 0.676 | |
6. | გოლდენ სტეიტი |
74 | 42 | 2 | 2 | 32 | 7464:7414 | 0.568 | |
7. | ჰიუსტონი | 74 | 41 | 0 | 3 | 33 | 7839:7573 | 0.554 | |
8. | იუტა | 75 | 39 | 3 | 3 | 36 | 7397:7403 | 0.520 | |
9. | ლეიკერსი | 74 | 38 | 2 | 0 | 36 | 7574:7513 | 0.514 | |
10. | დალასი | 73 | 36 | 2 | 8 | 37 | 7403:7461 | 0.493 | |
11. | პორტლენდი | 74 | 33 | 5 | 1 | 41 | 7260:7420 | 0.446 | |
12. | მინესოტა | 73 | 27 | 1 | 1 | 46 | 6967:7144 | 0.370 | |
13. | საკრამენტო | 74 | 27 | 0 | 4 | 47 | 7397:7746 | 0.365 | |
14. | ნიუ ორლეანი |
74 | 26 | 1 |
3 | 48 | 6973:7219 | 0.351 | |
15. | ფინიქსი | 74 | 23 | 3 | 2 | 51 | 6995:7476 | 0.311 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 73 | 58 | 5 | 1 | 15 | 7539:6960 | 0.795 | |
2. | ინდიანა | 75 | 48 | 2 | 3 | 27 | 7131:6741 | 0.640 | |
3. | ნიუ იორკი |
72 | 46 | 0 | 1 | 26 | 7158:6888 | 0.639 | |
4. | ბრუკლინი | 73 | 42 | 5 | 0 | 31 | 7018:6937 | 0.575 | |
5. | ატლანტა | 75 | 42 | 4 | 1 | 33 | 7342:7288 | 0.560 | |
6. | ჩიკაგო | 72 | 40 | 3 | 2 | 32 | 6697:6660 | 0.556 | |
7. | ბოსტონი | 74 | 38 | 7 | 4 | 36 | 7118:7138 | 0.514 | |
8. | მილუოკი | 73 | 36 | 3 | 2 | 37 | 7246:7328 | 0.493 | |
9. | ფილადელფია | 73 | 30 | 2 | 1 | 43 | 6791:7035 | 0.411 | |
10. | ვაშინგტონი | 73 | 27 | 0 | 5 | 46 | 6800:6965 | 0.370 | |
11. | ტორონტო | 74 | 27 | 2 | 7 | 47 | 7187:7362 | 0.365 | |
12. | დეტროიტი | 75 | 25 | 0 | 3 | 50 | 7053:7414 |
0.333 | |
13. | კლივლენდი | 73 | 22 | 0 | 1 | 51 | 7071:7405 | 0.301 | |
14. | ორლანდო | 75 | 19 | 0 | 3 | 56 | 7085:7585 | 0.253 | |
15. | შარლოტი | 74 | 17 | 3 | 1 | 57 | 6924:7656 | 0.230 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იუტა თუ გავიდა და ელეი ჩარჩა, დავაი ენბიეი :დ
ხო მაგრამ დენვერიც ხომ მეორეა დივიზიონში და მაშინ ეგ რატომ ასწრებს?
bidzina
იმიტომ რომ კლიპერსი თავის დივიზიონში არის პირველი ))))
ხოლო მემფისი თავისაში კი მეორე )))
ერთი განაგებინეთ მემფისზე წინ კლიპერსი რატომმაა კაცურად ამიხსენიტ ვინმემ
ლეიკერსმა და დალასმა გაანძრიონ ერთი ადგილი, თორემ გავიდა ეს მახინჯი იუტა პლეიოფში
მგონი სპურსიც ფიქრობს ელეის გასვლას და ტეხავს ტამაშებს :დდდდ
ხვალ დილით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლააა)))))))