დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით პირველ მატჩში "სან ანტონიომ" საკუთარ არენაზე "მემფისს" 105:83 სძლია. "სპურსის" კალათბურთელებმა მეტოქეს ერთბაშად 14 სამქულიანი ჩაუგდეს (ლეონარდი (4), ბონერი (4), გრინი (3), ჯინობილი (1), ნილი (1), მილსი (1)) და საკლუბო რეკორდიც დაამყარეს. (14-29, 48,3%) - ინფორმაციას ავრცელებს ESPN.
ტეხასელთა საპლეიოფო ისტორიაში მანამდე საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა 2012 წელს "კლიპერსის" წინააღმდეგ ზუსტად შესრულებული 13 შორეული ტყორცნა.