კალათბურთი

16:01 | 17.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“სან ანტონიომ” კონფერენციის ნახევარფინალში გააღწია

“სან ანტონიომ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. დღეს გამთენიისას “სპურსმა” გასვლაზე “გოლდენ სტეიტს” სერიაში რიგით მეოთხე მარცხი აგემა (94:82) და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გააღწია (4:2).

გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილმა გუნდმა შესანიშნავი გუნდური კალათბურთი შემოგვთავაზა – შეტევაში სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა 11 ან მეტი ქულის დაგროვება შეძლო, ხოლო დაცვაში კავაი ლეონარდმა, დენი გრინმა და ტონი პარკერმა მშვენივრად გაართვეს თავი სტეფ კარისა და კლეი ტომფსონის მეურვეობას. სამწამიან ზონაში უსუსურად გამოიყურებოდა ენდრიუ ბოგუტი, რომელსაც ტიმ დანკანმა ზედმეტი არაფერი გააბედინა. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გასაკვირი ნამდვილად არ გახლდათ ის ფაქტი, რომ “სან ანტონიომ” პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და ანგარიშში ლიდერობაც.

ძალზე დამაჯერებლად მოგებული პირელი ტაიმის შემდეგ სტუმრები სტაბილურად ინარჩუნებდნენ 7-8 ქულიან უპირატესობას, თუმცა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4:52 წუთით ადრე სტეფ კარის და ჯარეტ ჯეკის ზუსტი ტყორცნების შემდეგ “გოლდენ სტეიტმა” ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა 75:77.

“სპურსი” დროულად გამოფხიზლდა, ჯერ ლეონარდმა ჩააგდო რთული სიტუაციიდან შორეული ტყორცნა, მომდევნო შეტევაში ანალოგიურის გამეორება უკვე ტონი პარკერმა შეძლო და ჯამში 12 ქულიანი სხვაობით მოაგებინა ტეხასელებს.

“სან Aანტონიო” კონფერენციის ფინალში “მემფისს” დაუპირისპირდება.

“ნიუ იორკი” ბოლომდე იბრძვის. სერიაში 1:3 ჩამორჩენის შემდეგ მაიკ ვუდსონის შეგირდებს შეცდომის დაშვების შანსი აღარ აქვთ. მათ საკუთარ დარბაზში “პეისერსს” ძალზედ დამაჯერებელ სტილში სძლიეს 85:75 და რაც მთავარია მასპინძლებმა 3 წამიან ზონაში შეძლეს როი ჰიიბერტის შეჩერება. “ნიუ იორკის” გამარჯვების მთავარი შემოქმედი რაღათქმაუნდა კარმელო ენტონი იყო, რომელმაც მეტოქეს 28 ქულა ჩაუგდო, ხოლო ჯეი არ სმიტმა და კრის კოუპლენდმა 13-13.

“ინდიანას” თავისმხრივ ძალიან ბევრი უაზრო ბურთის დაკარგვა დაუგროვდა თამაშის მიმდინარეობისას (19), რაც მეტწილად განპირობებულია ძირითადი გამთამაშებლის - ჯორჯ ჰილის ტრავმით (ტვინის შერყევა). მის გარეშე “პეისერსი” დირიჟორის გარეშე დარჩენილ ორკერსტრს უფრო გავდა, ვიდრე საკალათბურთო გუნდს, რომელსაც პრეტენზია აქვს კონფერენციის ფინალში გასვლაზე.

სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეული ფორვარდი დავიდ ვესტი გახლდათ, რომელიც მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთზე თავგანწირვით იბრძოდა, თუმცა მხოლოდ მისმა კარგმა გარჯამ (17 ქულა, 10 მოხსნა) საბოლოო დადებითი შედეგი არ მოიტანა გუნდისთვის.

სერიაში ანგარიში 3:2 გახდა “ინდიანას” სასარგებლოდ და ისინი შემდეგ მატჩს უკვე საკუთარ არენაზე გამართავენ.

 

გოლდენ სტეიტი – სან Aანტონიო 82:94 (19:21, 21:26, 19:19, 23:28)

გოლდენ სტეიტი: კარი (22), ტომფსონი (10), ბოგუტი (3), ეზელი (2), ბარნსი (9); ლი (9), ჯეკი (15), გრინი, ლენდრი (11), ბიედრინსი, ბაზემორი, მაჩადო (1)

სან ანტონიო: პარკერი (13), გრინი (11), სპლიტერი (14), დანკანი (19), ლეონარდი (16+10მ); ჯინობილი (5), დიაუ, ჯოზეფი (6), ნილი (8), ბონერი (2), მილსი, ბლერი

 

სან ანტონიომ მოიგო სერია 4:2

 

ნიუ იორკი – ინდიანა 85:75 (19:15, 21:19, 27:23, 18:18)

ნიუ იორკი: პრიჟიონი (3), ფელტონი (12), ჩენდლერი (2), შამპერტი (5), ენტონი (28); სმიტი (13), კიდი, მარტინი (7), სტადემაირი (2), კოუპლენდი (13), ნოვაკი

ინდიანა: სტივენსონი (4), ოგუსტინი (12), ჰიბერტი (9), ვესტი (17+10მ), ჯორჯი (23); მაინმი (5), იანგი, ტ.ჰენსბრო, გრინი (5)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:37 | 02.10.2016
soldierGFF (101)

Statia sworia irlandia moldovas chvenkide cardifshi uelss...fre maincgvinda turamis ambiciagvaq

19:58 | 02.10.2016
araza-1918 (6330)

3 დღე დუბლინამდე ზირითადში არ არიამ ანანიძე ოქრიაშვილი ყაზაიშვილი მჭედლიძე

14:12 | 02.10.2016
LA.paata (757)

კი თითო ტაიმს გვეთამაშება ჩვენ და ირლანდიას და მერე ერთ ტაიმს მესამეს ორივეს ერთად...)))

13:59 | 02.10.2016
#lasha# (972)

Any Moldovas daerxa )))

13:57 | 02.10.2016
LA.paata (757)

შეასწორეთ სტატია....6-ში ირლადიას ვეთამაშებით და 9-ში უელსს და არა მოლდოვას....

13:54 | 02.10.2016
LA.paata (757)

მოლდოვა რა ორთავა ვეშაპია, რომ ირლანდიას და ჩვენ ერთად გვეთამაშოს? შეასწორეთ ირლანდია მართალია მოლდოვას ეთამაშება მარა ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ უელსს ვეთამაშებით...

0.112728