ჩრდილოეთ ამერიკის ყველა ლიგის საუკეთესო კლუბის გამოსავლენად ESPN-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ფანების გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო კლუბი “სან ანტონიო სპურსი” გახდა. ჰოკეის კლუბმა “ანაჰაიმმა” მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე გავიდა “სიეტლ სიჰოუქსი”, ხოლო უკანასკნელი, 122-ე ადგილი ჰოკეის კლუბ “ტორონტოს” ერგო.
წინა სეზონში “სან ანტონიო სპურსი” NBA-ს ჩემპიონი გახდა.
ლაშა ქოიავა