ფეხბურთი

17:15 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთამერიკელი ოფიციალურად გაკოლხდა

24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ვიტორ როსინი და კუნია ფოთის “კოლხეთის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა. მიღწეული შეთანხმებით, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ზღვისპირულ კლუბში ამ წლის ბოლომდე დარჩება, ამასთან, უკეთესი ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში, “კოლხეთის“ დაუბრკოლებლად დატოვების შესაძლებლობა ექნება.
ალბათ, გახსოვთ, კოლხთა დამრიგებელმა სოსო ფილიამ როსინის თამაში პირველივე ტესტ-მატჩში მოიწონა და გუნდში მისი დატოვების სურვილი გამოთქვა. უკვე 3 კვირაა, რაც ბრაზილიელი “კოლხეთში“ ვარჯიშობს და საკონტროლო შეხვედრებში რამდენიმე გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ვიტორ როსინი თავის ქვეყანაში “გუარანისა“ და “კორინთიანსის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, შემდეგ პროფესიულ კლუბებში - “ვილა ნოვაში“, “აუდაქსში“, “ბოის სპორტში“ და “გუარანიში“ გამოდიოდა.


იუზა კაციტაძე

0.153145