ფეხბურთი

17:16 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამუელს “სამპდორია” იწვევს

მოსალოდნელი იყო, რომ მილანის “ინტერიდან” აბარგებული ვალტერ სამუელი კარიერას სამშობლოში განაგრძობდა, მაგრამ არგენტინელს წინადადება იტალიის ჩემპიონატიდან გამოუჩნდა და შესაძლოა, ევროპაში დარჩეს. აპენინური მედიის ცნობით, 36 წლის უკანახაზელს გენუის “სამპდორია” ეპატიჟება.

მოგეხსენებათ, გენუელთა დამრიგებელი სინიშა მიხაილოვიჩია, რომელიც სამუელს კარგად იცნობს და მისი იმედი აქვს. მიხაილოვიჩმა ყოფილ კოლეგას წელიწადიანი კონტრაქტი შესთავაზა.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, სამუელმა 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135742