“ინტერის” ვეტერანი ცენტრალური მცველი ვალტერ სამუელი მილანურ გუნდში მომდევნო სეზონშიც ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
35 წლის ვალტერ სამუელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლომდე აკავშირებდა. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, მილანელებმა არგენტინელთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი სამუელს მის გუნდში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. იტალიელი სპეციალისტი 3 ცენტრალური მცველით თამაშს ამჯობინებს და მისი აზრით, დაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სწორედ ვალტერ სამუელი უნდა იყოს.
ვალტერ სამუელი “ინტერში” 2005 წლიდან თამაშობს. მილანური გუნდის მაისურით მას 221 თამაში აქვს ჩატარებული. 2012-13 წლების სეზონში, არგენტინელმა მონაწილეობა მხოლოდ 22 მატჩში მიიღო, რისი მიზეზიც ტრავმებია.