ფეხბურთი

0:16 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიის” პირველი გამარჯვება

 საზეიმო განწყობა იყო დღეს სამტრედიაში. ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები გულშემატკივრებით გაივსო. შეხვედრას დაესწრნენ ასევე კახი კალაძე, რევაზ ძოძუაშვილი და დავით მუჯირი.

  მრავალრიცხოვანი ქომაგი, რომელიც მხურვალედ გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდს, თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას ოთარ მამასახლისმა გაამხიარულა ფეხბურთელების პაროდიებით.

 “შოუს” რომ მორჩა, მამასახლისმა თავის მიერ “სამტრედიაზე” და “ტორპედოზე” დაწერილი ლექსებით სცადა “ორი კაპიკის” შოვნა, თუმცა ხალხს ფასი 1 ლარი, რომ ეძვირა 20 თეთრადაც შეელია თავის “ნაშრომებს.”

 შეხვედრა კი სწრაფი გოლით დაიწყო, მატჩის მე-3 წუთზე მოედნის ცენტრიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა დათუნაიშვილმა, “ვიტელთა” მეკარე წინ გამოვიდა და ბურთის დაუფლება სცადა, თუმცა გეთიაშვილმა თანაგუნდელი ვერ დაინახა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 0:1

  სწრაფად დაწინაურების შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ “სამტრედია” დიდი ანგარიშით შესძლებდა “ვიტ ჯორჯიას” დამარცხებას, თუმცა დარჩენილ დროში უშეღავათო ორთაბრძოლა გაუმართეს სტუმრებმა მასპინძლებს და ცოტა რომ გამართლებოდათ ქულის მოპოვებას მაინც შეძლებდნენ.

  რაც შეეხება “სამტრედიას” გუნდი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და როგორც მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, აქვს იმის რესურსი რომ ხარისხი გამოასწოროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ თომაშვილი და კვირკველია.

  გაშვებული გოლის შემდეგ “ვიტ ჯორჯიამ” მწვავედ შეუტია 19- ე წუთზე ლობჯანიძე თავური დატყმით დაემუქრა ბეგაშვილის კარს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 მე-20 – წუთზე კი “სამტრედიამ” ლამაზი კომბიანაიცია გაითამაშა, საბოლოოდ გრიგოლ დოლიძეს მიუვიდა ბურთი და დიდი შანსი იყო ანგარიში გაეზარდა სამტრედიელთა ახალწვეულს, მაგრამ “ვიტ ჯორჯიას” მცველებმა ითამაშეს კარგად და განმუხტეს სიტუაცია.

 28 –ე წუთზე ისევ დოლიძემ ითამაშა შესანიშნავად, ფლანგზე ერთი მცველი ჩამოიტოვა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, თუმცა მის ჩაწოდებას ვერავინ გამოეხმაურა თანაგუნდელებთაგან.

  მეორე ტაიმში უპირატესობას “ვიტ-ჯორჯია” დაეუფლა.

 მე- 60 წუთზე ლობჯანიძეს ჰქონდა ანგარიში გათანაბრების რეალური შანსი, მისი დარტყმული ბურთი მცირედით აცდა ბეგაშვილის კარს.

  65 – ე წუთზე კი “სამტრედია” აშკარა გოლს გადაურჩა. ღიბრაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა.

   მეორე ტაიმში მასპინძლებმა კონტრიერიშებზე ააგეს თამაში, ხშირი იყო უზუსტო პასები და შეუთანხმებელი თამაში, რაც გუნდის შეუთამაშებლობაზე მიუთითებდა. სამტრედიელთაგან განსაკუთრებით აქტიურობდნენ დოლიძე და გაბედავა. ამ უკანასნელის მიერ 70 – ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა და შეროზიას ნახტომში მოუწია მოგერიება.

  საბოლოოდ სამტრედიამ 1:0 მოიგო შეხვედრა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

გელა სანაია (სამტრედია): “პირველ რიგში “სამტრედიას” ვულოცავ პირველ გამარჯვებას, მართალია თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ “სამტრედიას” აქვს უფრო მეტის მომატების რესურსი და ამას შევძლებთ.”

 ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია) : “რასაც ქვია ვაჩუქეთ სამი ქულა. დასანანი გოლი გავუშვით. მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფოლბდით, მაგრამ ვერ შევძელით თამაშის გადარჩენა. “სამტრედიას” ვულოცავ გამარჯვებას.

 სამტრედია (სამტრედია) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0 (1:0)

 სამტრედია. ”ეროსი მანჯგალაძე.” 

 სამტრედია: ბეგაშვილი, კაკუშაძე, პაჭკორია, შალიკაშვილი (დვალიშვილი,13), ბაკურაძე (გედენიძე, 46), დოლიძე, კერძევაძე, დათუნაიშვილი (კიკაბიძე 62), გაბედავა, მელქაძე, ქანთარია.   

 მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

 ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია, გეთიაშვილი, საბაძე (თათხაშვილი, 75), მურუსიძე, დავლაშელიძე, მოსერაძე, კურდღელაშვილი (ღიბრაძე, 62), დემეტრაშვილი (დადიანი, 46), კვირკვია, ლობჯანიძე.

 მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

 გოლი: 1:0 გეთიაშვილი (3) (ა.გ)

 გაფრთხილება: დოლიძე (65), ღიბრაძე (85), კალანდია (87), კვირკვია (90+2) 

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

 

                                                                     ედემი ელერჯია  

0.118823