ფეხბურთი

20:37 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

”სამტრედიამ” გაბედავა და დათუნაიშვილი დაიმატა

ევროპის ლიგის გათამაშებიდან საჩხერის “ჩიხურას” გამოთიშვის შემდეგ, გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

“ჩიხურას” შემტევი ფეხბურთელი გიორგი გაბედავა, რომელმაც გუშინდელ მატჩში “ნეფთჩის” კარში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი, ამიერიდან სამტრედიელთა შეტევის ხაზს გააძლიერებს.

“სამტრედიაში” ითამაშებს ასევე “ჩიხურას” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი. სამტრედიელებს საკმაოდ სერიოზული მიზნები აქვთ უმაღლეს ლიგაში და ამ ფეხბურთელების დამატებაც მოწმობს გუნდის სამომავლო გეგმებს.

“სამტრედია” თავის პირველ მატჩს ჩემპიონატში 10 აგვისტოს გამართავს სტუმრად თბილისის “დინამოსთან”, სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ეს მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

 

ედემი ელერჯია 

0.568075