თბილისის “დინამო” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლებს, ქუთაისის “ტორპედო” - გორის “დილას.” მოგეხსენებათ, ამათი მატჩები აგვისტოში “დინამოს” და “დილას” ევროთასებზე მონაწილეობის გამო გადაიდო.
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)
17 სექტემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)
დინამოელებმა “გურიასთან” მოულოდნელი მარცხის შემდეგ, წინა ტურში “ზუგდიდი” დამაჯერებლად დაამარცხეს (3:0) და ცხინვალელებს გამოკეთებულ ხასიათზე დაუხვდებიან. თუმცა ისევ გაურკვეველია, ითამაშებენ თუ არა ჩისკო, ირაკლი ძარია და დათო კვირკველია, რომლებიც აქამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. თბილისელები აუტსაიდერთან აუცილებელ მოგებას შეეცდებიან, ცხინვალელებს კი ზედიზედ 4 მატჩი აქვთ წაგებული და წლევანდელ ჩემპიონატში ერთადერთ უქულო გუნდად რჩებიან.
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)
17 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 18:00
დისკვალიფიცირებულები: ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”); გიორგი დევდარიანი (“დილა” – მთავარი მწვრთნელი)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, გ. ჩიგოგიძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს. წინა ტურში “ტორპედომ” გიორგი კუხიანიძის გოლით “გურიას” 1:0 მოუგო, ცხრილში პირველ ადგილზე დადგა და თუ მათი ფეხბურთელების ახალგაზრდულ ასაკს გავითვალისწინებთ, ბოლო წლების ერთ-ერთ ლიდერთან - გორის “დილასთან” გამარჯვება ალბათ ახალი გუნდის დაბადების ტოლფასი იქნება. ქუთაისელები მატჩისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს ცენტრალურმა მცველმა ზაზა ჭელიძემ და და მეკარე დავით კუპატაძემ. ქუთაისელებს არ ეყოლებათ ტრავმირებული ვაჟა ტაბატაძე და დისკვალიფიცირებული ნიკა ფირცხალავა, რომელსაც სასჯელის ვადა სამშაბათის მატჩის შემდეგ ეწურება.
თავის მხრივ, ბოლო ტურში “დილა” ზესტაფონში დამარცხდა და ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე გუნდისთვის, ისევ ქულების დაკარგვა ერთობ მძიმე გადასატანი იქნება. ამიტომ, გორელები ყველანაირად ეცდებიან იმერეთიდან ხელცარიელნი არ გაბრუნდნენ. მათ რიგებში საეჭვოა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, გრიგოლ დოლიძისა და ოთარ ხიზანეიშვილის თამაში. მათ ტრავმები აწუხებთ. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ისე, შეგახსენებთ რომ გასული სეზონის ბოლო ტურში ამათი შეხვედრა 5:4 დამტავრდა ქუთაისელტა სასარგებლოდ.
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)
1. |
ტორპედო |
4 |
3 |
1 |
0 |
6:3 |
10 |
|
2. |
ჩიხურა |
5 |
3 |
0 |
2 |
10:7 |
9 |
|
3. |
მერანი |
5 |
3 |
0 |
2 |
7:7 |
9 |
|
4. |
ვიტ ჯორჯია |
5 |
2 |
2 |
1 |
7:3 |
8 |
|
5. |
მეტალურგი |
5 |
2 |
2 |
1 |
5:6 |
8 |
|
6. |
დინამო |
4 |
2 |
1 |
1 |
7:4 |
7 |
|
7. |
სიონი |
5 |
2 |
1 |
2 |
7:5 |
7 |
|
8. |
დილა |
4 |
2 |
1 |
1 |
6:4 |
7 |
|
9. |
გურია |
5 |
2 |
0 |
3 |
3:7 |
6 |
|
10. |
ზესტაფონი |
5 |
1 |
1 |
3 |
5:6 |
4 |
|
11. |
ზუგდიდი |
5 |
1 |
1 |
3 |
3:9 |
4 |
|
12. |
სპარტაკი |
4 |
0 |
0 |
4 |
1:6 |
0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა