პიტ სამპრასმა და როჯერ ფედერერმა ინდიან უელსში გამართულ სალაღობო-საქველმოქმედო მატჩში ანდრე აგასისა და რაფაელ ნადალს 8:6 სძლიეს.
ასეთივე ანგარიშით აჯობეს მარტინა ნავრატილოვამ და ჟუსტინ ენენმა შტეფი გრაფსა და ლინდსი დევენპორტს.
შეხვედრების დასრულებისთანავე ინდიანუელსობის მილიარდერმა მფლობელმა, კომპანია “ორაკლის” მთავარმა აღმასრულებელმა ლარი ელისონმა ჰაიტის მიწისძვრით დაზარებულთა ფონდს ამ აქციიდან მიღებული 1 მილიონი დოლარი გადასცა.
სხვაფრივ, მოგეხსენებათ, ამჟამად მისტერ ელისონის სამწყსოში კაცთა და ქალთა პარალელური ტურნირები მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობასაც თითქმის ყველა უძლიერესი მეჩოგნე იღებს.
საქველმოქმედოდ გარჯილთაგან ნადალი საქმეში ხვალიდან ჩაერთვება, ფედერერი კი ზეგიდან, ხოლო ენენი, რომელიც 19-თვიანი განდგომიდან დაბრუნების შემდეგ თავის მესამე ტურნირზე გამოდიოდა, მეორე წრეში არგენტინელ ხისელა დულკოსთან დამარცხდა 2:6 6:1 4:6.







