იტალიური “მილანის” განელი ნახევარმცველი სალი მუნტარი სერია A-ს მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მიცემული დისკვალიფიკაციაა.
კვირას გამართული მილანური დერბის მიწურულს, ზდრავკო კუზმანოვიჩთან არასპორტულად მოქცევის გამო, წითელი ბარათი მიიღო. დღეს, სადისციპლინო კომიტეტმა 29 წლის ფეხბურთელის საკითხი განიხილა და მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.