ჭიდაობა

17:57 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამივე ქართველი მეოთხედფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ), ლევან ქელეხსაშვილმა (66 კგ) და დავით ქერაშვილმა (96 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ედიშერაშვილმა სომეხ მიჰრან ჯაბურიანს (6:2) და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი ვართანოვს (4:1) მოუგო. ქელეხსაშვილმა – ინდოელ არუნ კუმარსა (8:0) და ეგვიპტელ აიად იბრაჰიმ ხალილს (8:1), ხოლო ქერაშვილმა – სამხრეთკორეელ ჯაეგანგ კიმსა (2:1) და ალბანელ ეგზონ შალას (12:5).

მეოთხედფინალში გიორგი ედიშერაშვილი ევროპის რუს ჩემპიონ ნარიმან ისრაპილოვს დაუპირისპირდება, ლევან ქელეხსაშვილი ბელარუს ალექსანდრ კონტოიევს შეხვდება, ხოლო დავით ქერაშვილი – ირანელ რეზა იაზდანის.

 

 

 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098304