ჩოგბურთი

22:15 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამინისტრო: “ტატიშვილი უყურადღებოდ არასდროს დარჩენილა”

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჩოგბურთელ ანა ტატიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტატიშვილი, შესაძლებლობის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არასდროს დარჩენილა.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ ანა ტატიშვილი შესაძლებლობის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან არასდროს დარჩენილა უყურადღებოდ, მიღწეული იყო შეთანხმება 2014 წლის მანძილზე მისი ამერიკაში დაფინანსების შესახებ. სპორტისთვის უცხო არ არის, როდესაც უფრო მაღალი ანაზღაურების მოლოდინში, სპორტსმენები მოქალაქეობას იცვლიან. ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და ანა ტატიშვილმა ეს არჩევანი გააკეთა, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებას ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სპორტი ყოველთვის იდგა და დგას ისეთ სპორტსმენებზე, რომლებიც არასდროს არაფერზე გაცვლიან საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობის პატივს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა, რომელიც ქალთა შორის საქართველოს პირველ ჩოგნად ითვლებოდა, აშშ-ს მოქალაქე გახდა და ამიერიდან შტატების სახელით იასპარეზებს.

0.139484