თბილისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (1993-94 წწ.) წყალბურთში, რომელიც ქალაქ დნეპროძერჟინსკში უკრაინის ღია ჩემპიონატის II ტურში საასპარეზოდ იმყოფება, სამი ტური დაუმარცხებლად გალია.
რევაზ ჩომახიძის შეგირდები პირველ ტურში მარიუპოლის “ილიჩევეცს” დაუზავდნენ (4:4), შემდეგ კი ორი გამარჯვება იზეიმეს – 9:7 (3:2, 3:1, 2:2, 1:2) ოდესის გუნდთან და 15:13 (3:1, 5:5, 4:0, 3:7) “დნეპრთან”.
სატურნირო ცხრილში თბილისის ნაკრები მხოლოდ ხარკოვის ოლქის ნაკრებს ჩამორჩება, რომელსაც სამივე შეხვედრა მოგებული აქვს, თუმცა, ჩვენს გუნდს მათთან თამაში არ მოუწევს.
ჩომახიძის გუნდს უკრაინაში ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – ლვოვის ნაკრებთან და კიშინიოვის “დელფინთან”, რომელსაც ზურგს ორი მოგება უმაგრებს.







