ჭადრაკი

18:43 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ჩეშმეში

თურქულ ჩეშმეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს 3 ქართველი მოჭადრაკე – კონსტანტინე შანავა (2562), დავით მაღალაშვილი (2515) და არმენ გრიგორიევი (2202).

6 ტურის თავზე შანავას და მაღალაშვილს 4.0-4.0 ქულა გააჩნიათ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-8 და მე-9 ადგილებზე იმყოფებიან. 3.5 ქულით მე-18 პოზიციაზეა გრიგორევი.

ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, მისი ლიდერი კი აზერბაიჯანელი ვუგარ რასულოვი (2506) გახლავთ 5.5 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090688