თურქეთის ქალაქ ჩეშმეში დასრულებული საჭადრაკო ტურნირი ისე დასრულდა, რომ მოწინავე სამეულში ქართველები ვერ მოხვდენნ.
თურქებმა მუსტაფა ილმაზმა (2564) და მერტ ილმაზიერლიმ (2428) და ლატვიელმა იგორ კოვალენკომ (2615) 9 ტურში 6.5-6.5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, აღნიშნული მიმდევრობით განლაგდნენ.
6.0 ქულა მოაგროვა კონსტანტინე შანავამ (2562), რომელიც მე-5 ადგილზე გავიდა, დავით მაღალაშვილი (2515) 5.5 ქულით მე-8 იყო, ხოლო არმენ გრიგორიევმა (2202) 5.0 ქულით მე-15 შედეგი აჩვენა.