ჭადრაკი

0:09 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამეული ლიდერობს

საქართველოს თასის გათამაშების მე-4 ტურში ლიდერების ნინო ხურციძის (2452) და კოკა შანავას (2578) პარტია ყაიმით დასრულდა, რითაც ირაკლი ბერაძემ (2379) ისარგებლად და ირაკლი კელეპტრიშვილის (1960) ხარჯზე მოწინავეებს გაუტოლდა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ 3.5 ქულით ტურნირს შანავა, ხურციძე და ბერაძე ლიდერობენ. 3-3 ქულით IV-X ადგილებს ინაწილებენ: 4. ბაჩანა მორჩიაშვილი (2337), 5. გიორგი სიბაშვილი (2173), 6. ირაკლი ჯანიაშვილი (2213), 7. შოთა აზალაძე (2482), 8. ზურაბ ჯავახაძე (2451), 9. ივერი ჭიღლაძე (2369) და 10. სოფიო გვეტაძე (2319).

მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: შანავა-ბერაძე, აზალაძე-ხურციძე, ჯავახაძე-გვეტაძე, ჯანიაშვილი-ჭიღლაძე, სიბაშვილი-მორჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და 1-დან 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს. პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.

0.120385