ძიუდო

10:16 | 13.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამეულამდე ვერც მეტრეველი მივიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ნოდარ მეტრეველი ტოკიოს დიდ სლემს პირველივე წრიდან გამოეთიშა. მისთვის დაუძლეველი ბარიერი იაპონელი მასარუ მომოსი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა მე-3 წუთზე, იპონით იმარჯვა.
მე-2 წრეში, მომოსს კაზუჰიკო ტაკაჰაშიმ აჯობა. მანვე ჩამოიცილა კუბელი ოსკარ ბრისონიც და ნახევარფინალში გერმანელ ანდრეას ტოლცერს დაუპირისპირდება.
ფინალის მეორე საგზურისთვის კი კორეელი სუნგ-მინ კიმი და იაპონელი დაიკი კამიკავა იჭიდავებენ. სუნგ-მინ კიმმა მედლისთვის ბრძოლას ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ეგვიპტელი, ისლამ ელ შეჰაბი გამოთიშა.
დღესვე, მედლები 100 კილოგრამშიც თამაშდება. საქართველოს ნაკრებს ამ წონაში მონაწილე არ ჰყავდა. ნახევარფინალისტები კი ასე დაწყვილდნენ:
ტაკამასა ანაი (იაპონია) – მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
არიელ ზეევი (ისრაელი) – ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096172