საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად არჩილ ჩოხელი დაინიშნა. ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს კი, ემილ რაში უთავკაცებს. ახალი მწვრთნელები სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა დღეს, დუშეთში დაასახელა. ოლიმპიური მზადების ცენტრში შეკრებილ სამბისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ესტუმრნენ და ღია ვარჯიშს დაესწრნენ.
ლიპარტელიანისვე თქმით, არჩილ ჩოხელს ასისტენტობას ვანო არაბული გაუწევს, ემილ რაშს კი გია ჩიტიშვილი დაეხმარება.
დუშეთში საქართველოს ნაკრები 17-21 მაისს, მოსკოვში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ოთარ მაღლაკელიძე







