ფეხბურთი

18:29 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძის პირველი “სიმბოლური”

 

ბაქოს “ინტერის” მცველი ლაშა სალუქვაძე აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდი იუწყება.

განვლილ ტურში, “ინტერმა” თავის მოედანზე “სუმგაითს” 2:0 აჯობა და სალუქვაძემ  მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

მიმდინარე სეზონში ქართველი მცველი ტურის “სიმბოლურში” პირველად მოხვდა. სალუქვაძე “ინტერში” ზაფხულში გადავიდა და ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, თუმცა ბოლო დროს სტაბილურად თამაშობს.

0.115604