ლაშა სალუქვაძე ბაქოს “ინტერში” თამაშს სავარაუდოდ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნორვეგიულ “ტრომსიოსთან” საპასუხო მატჩში შეძლებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა 1news.az-ი იუწყება.
“სალუქვაძე ტრომსიოში თამაშს გამოტოვებს, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის მზად უნდა იყოს”, – თქვა ცხადაძემ.
32 წლის მცველს “ინტერში” ჯერ არ უთამაშია, რადგან ბაქოურ კლუბში გადასვლის შემდეგ, პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.