ბაქოს “ინტერის” ახალწვეული ლაშა სალუქვაძე ტრავმირებულია. ამის შესახებ ბაქიოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა 1news.az_თან საუბარში განაცხადა.
“სალუქვაძე ტრავმირებულია. სამწუხაროდ, მან ტრავმა პირველივე ვარჯიშზე მიიღო”, – თქვა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე “ინტერში” ივნისის ბოლოს გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ტრავმის გამო, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ “მარიეჰამნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა.