ფეხბურთი

18:01 | 26.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე შესაძლოა სათამაშოდ უცხოეთში წავიდეს

ლაშა სალუქვაძემ შესაძლოა კარიერა ერთ-ერთი უცხოურ კლუბში გააგრძელოს.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” გენდირექტორმა სერგეი ფელდმანმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქართველი მცველი მომავალ სეზონში ხსენებულ კლუბში აღარ ითამაშებს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სალუქვაძეს ერთ-ერთ უცხოურ გუნდში გადავა, რომლის სახელიც არ დაუკონკრეტებია.

გასული სეზონის პირველი ნახევარი სალუქვაძემ გორის “დილაში” გაატარა, ხოლო ზამთარში ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მიაშურა.


0.132763