ფეხბურთი

14:54 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე ბაქოს “ინტერში” გადავიდა

ლაშა სალუქვაძე კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს. ამის შესახებ, აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა apasport.az-ი იუწყება.

განვლილი სეზონის მეორე ნახევარი, 32 წლის მცველმა ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” ჩაატარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მან გუნდი დატოვა და საბოლოოდ, “ინტერში” აღმოჩნდა, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა.

apasport.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა კლუბმა სალუქვაძე ევროპის ლიგის განაცხადშიც შეიყვანა და ის 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მის გარდა, “ინტერში” კიდევ სამი ქართველი ლეგიონერია: გიორგი ლომაია (#1), ალექსანდრე იაშვილი (#9), ბაჩანა ცხადაძე (#28).

სალუქვაძეს ყაზანის “რუბინში” 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონატის მოუგია, ხოლო ერთხელ ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 30-ჯერ უთამაშია და ერთი გოლი გაიტანა. 


0.154417