18-22 დეკემბერს თბილისში სტარტს აიღებს “სალერის თასის” გათამაშება, სადაც “საბურთალოს” გუნდთან ერთად, მონაწილეობას ევროპული კლუბებიც მიიღებენ. შეხვედრებს “ბენდელას” სტადიონი უმასპინძლებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ცნობილია იმ უცხოური კლუბების ვინაობა, რომლებმაც უკვე ოფიციალურად დაადასტურეს ტურნირზე მონაწილეობის სურვილი: უკრაინული “დნიპრო” და ისრაელის “მაქაბი”.
“სალერის” თასის ტურნირზე თამაშის სურვილი აქვთ მადრიდის “ატლეტიკოსა” და "როსტოვს", რომლებიც საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში იტყვიან
“სალერის” ტურნირი წელს მეორედ ჩატარდება. თავდაპირველად, ამავე შეჯიბრებას “ფოლკსვაგენის თასის” გათამაშება ერქვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორივე ტურნირი “საბურთალოს” გამარჯვებით დასრულდა. 2011 წელს გუნდს გიორგი მიქაძე თავკაცობდა, ხოლო შარშან - დავით კევლიშვილი და გიორგი ჭელიძე.