ფეხბურთი

19:54 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საჰო დაშავდა

“ლივერპულის” ფრანგმა მცველმა მამადუ საჰომ ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში ლონდონის “ჩელსისთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში ბარძაყი დაიზიანა.

23 წლის მერსისაიდელთა ცენტრალურმა მცველმა, ფერნანდო ტორესთან შეჯახების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ადგილი კოლო ტურეს დაუთმო.

L’equipe-ს ცნობით, საჰომ მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება მიიღო. უახლოეს პერიოდში მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მამადუმ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

0.111919