ძიუდო

1:03 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საგარეჯო” 2014 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს

საგარეჯოში დაარსდა ძიუდოს კლუბი “საგარეჯო – Fighting Film”, რომლის დამფუძნებელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი და ძიუდოს ფედერაცის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახლავთ.

კლუბში გაერთიანებულნი არიან საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ბექა ღვინიაშვილი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები ახალგაზრდებს შორის უშანგი მარგიანი და ლევან მატიაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის კობა მჭედლიშვილი, ჭაბუკთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი თამაზ კირაკოზაშვილი. კლუბს განზრახული აქვს კიდევ რამოდენიმე ძიუდოისტის დამატება და 2014 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა.

უფროსი ასაკის ძიუდოისტების გარდა, კლუბში თავმოყრილნი არიან ნორჩი ძიუდოისტებიც. გია ნაცვლიშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს სპორტული ეკიპირება გადასცა. ძიუდოისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ძიუდოსთვის საჭირო ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. კლუბი, აგრეთვე, დააფინანსებს მათ შეკრებებსა და სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას.

www.gjf.ge

0.138766