ფეხბურთი

1:33 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ტური პსჟ-ს იოლი მოგებით გაიხსნა

საფრანგეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში, „პარი სენ ჟერმენი“ აუტსაიდერთა შორის მყოფ „ლორიანს“ ტრავმირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მასპინძლობდა. თუმცა, ლორან ბლანის გუნდს ლიდერის გარეშე დარჩენა არ დასტყობია - დედაქალაქელებმა მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გახდა ცნობილი. მასპინძლებმა შესვენებამდე თავი 3-ჯერ გამოიჩინეს. თითო გოლი ლუკას მოურამ, მენესმა და კავანიმ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა, შეხვედრის მიწურულს, აქტივში მე-2 ბურთიც ჩაიწერა და 7 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.

 

პსჟ-ლორიანი 4:0 (3:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ჟალე, ალექსი, მარკინიოსი, დინე, ვერატი (მატუიდი 69), მოტა (პასტორე 69), რაბიო, ლუკასი (ლავესი 75), კავანი, მენესი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

ლორიანი (4-4-2): ოდარი (რეინე 24), ბაკა, კონე, მანგა, გერეირო, მონე-პაკე, ჟუფრე, ლოტოა, ბართელმი (პელე 75), ალიადიერი (დიალო 22), აბუბაკარი

მწვრთნელი: კრისტიან გუკუფი

გოლები: 1:0 ლუკასი (3), 2:0 მენეზი (39), 3:0 კავანი (43), 4:0 კავანი (81)

გაფრთხილებები:

მსაჯი: ლორან დუამელი

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 16 (9)-7 (2), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 9-11.

0.127759