საფრანგეთის ლიგა ერთში კვირას გასამართ სამივე მატჩს ცხრილის სათავეში ადგილების გადანაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 4 ტურის შემდეგ ლიდერი „ბორდო“, გამარჯვების შემთხვევაში, პირველობას შეინარჩუნებდა, მაგრამ ვილი სანიოლის გუნდი უქულოდ პირველად დარჩა და მე-3 პოზიციამდე დაქვეითდა.
ლიდერობა „ლილმა“ გადაიბარა. რენე ჟირარის გუნდმა „ნანტს“ უმასპინძლა და მე-2 ტაიმში გატანილი გოლების წყალობით 3 ქულა მოიპოვა.
მე-2 ადგილზე გადაინაცვლა „მარსელმა“, რომელმაც, საწყის ორ მატჩში მხოლოდ ქულის აღების შემდეგ, ზედიზედ მესამედ მოიგო. მარსელო ბიელსას გუნდი ბოლოადგილოსან „ევიანს“ ეწვია და მეტოქე იოლად დაამარცხა.
ლილი-ნანტი 2:0 (0:0)
ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა”
ლილი (4-3-1-2): ენიეამა, კორშია, კიაერი, როზენალი, სიდიბე, მავუბა, ბალმონი (გეიე 76), დელაპლასი, მარტინი (ლოპესი 46), ორიჟი, რუ (ფრეი 83).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
ნანტი (4-3-3): დუპე, ალჰადური, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინო, ვერეტო, ჰანსენი, დო (შეხტერი 65), ბედოია (ოდელი 64), ბამუ, გაკპე (ნ’კუდუ 81).
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
გოლები: 1:0 ორიჟი (47), 2:0 ლოპესი (50).
გაფრთხილებები: მარტინი 33, სიდიბე 89 - ვეინო 71.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 12 (5)-11 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 18-22.
გენგამი-ბორდო 2:1 (2:0)
გენგამი, “რუდურუ”
გენგამი (4-2-3-1): სამასა, ბაკა, კერბრა, სორბონი, ლევეკი, მატისი, დიალო, ბოვუ, მარვო (შვარცი 76), პიე (ჟირესი 71), მანდანი (ანგუა 84).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
ბორდო (4-3-3): კარასო, მარიანო, ილორი, პალუა, კონტენტო, კაზრი (პლაზილი 35), სანე (ტურე 56), სერტიჩი (ტრაორე 74), როლანი, დიაბატე, მორის-ბელე.
მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 დიალო (26), 2:0 მანდანი (34), 2:1 დიაბატე (83).
გაფრთხილებები: ტურე 64, კონტენტო 73.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 11 (6)-7 (2), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 4-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 14-11.
ევიანი-მარსელი 1:3 (0:2)
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-1-3-2): ლერუა, აბდალა, მენსა, ჟივე, იუელსგაარდი, კონე, ვასი (ბარბოსა 63), ნინკოვიჩი (ტეხედა 76), კამუსი, ნ’სიკულუ, ბრუნო (ბილე 60).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ჯეჯე, ნ’კულუ, ფანი, მორელი, რომაო (სპარანია 83), იმბულა ვანგა, ტოვინი (ალესანდრინი 75), პაიე (ლემინა 83), ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა.
გოლები: 0:1 ჟინიაკი (1), 0:2 იმბულა ვანგა (44), 0:3 ტოვინი (63), 1:3 ნ’სიკულუ (90+1).
გაფრთხილება: მენსა 22.
მსაჯი: ამაური დელერუ.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (2)-8 (4), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-4, სეივი: 1-1, ჯარიმა: 13-11.