ფეხბურთი

4:12 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ევროსაგზურებისთვის ბრძოლა დაიძაბა

„პარი სენ ჟერმენმა“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონობას 2-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა, 37-ე ტურში 3 ქულა აიღო, რითიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დაძაბა. „ლილს“ რომ ლორან ბლანის გუნდი დაემარცხებინა, მე-3 ადგილს გაინაღდებდა, მაგრამ რენე ჟირარის გუნდმა საკუთარ კედლებში წააგო, ხოლო „სენტ ეტიენმა“ „ნანტთან“ იმარჯვა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა.

ბოლო ტურში, „სენტ ეტიენი“ ბოლოადგილოსან „აიაჩოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლილი“ „ლორიანს“ ეწვევა. იმ შემთხვევაში, თუ პირველმა მათგანმა მოიგო, ხოლო მეორემ ვერა, ჩემპიონთა ლიგაზე „სენტ ეტიენი“ ითამაშებს.

კიდევ უფრო დაიძაბა ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა. „მარსელმა“ ბორდოში ქულები დაკარგა და „ლიონს“ ძალიან კარგი შანსი მისცა, მაგრამ რემი გარდის გუნდი უმოტივაციო „ლორიანთან“ საკუთარ კედლებში დამარცხდა. „ლიონსა“ და „მარსელს“ შორის სხვაობა ერთი ქულაა და ბოლო ტურში ისინი ლიგა ერთში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდებს დაუპირისპირდებიან. „მარსელი“ „გენგამს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლიონი“ „ნიცას“ ეწვევა. თუ ჟოზე ანიგოს გუნდმა კონკურენტზე მეტი ქულის აღება მოახერხა, ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

ლიგა ერთში დარჩენისთვის მებრძოლ „ევიანსა“ და „ნიცას“ შორის გამართულ მატჩში მასპინძლებმა იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ „სოშოს“ წაგების შემთხვევაში სამივე გავარდნილი გუნდის ვინაობა ცნობილი იქნებოდა. თუმცა, ერვ რენარის შეგირდებმა „რენს“ სტუმრას სძლიეს და უმაღლესში დარჩენის შანსი შეინარჩუნეს.

 

აიაჩო-რეიმსი 2:1 (2:1)

აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 5534

აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, მოსტეფა, ენგბარი (დიარა 89), პეროცო, ლეკა, გონსალვესი, პედრეტი, ლასნე (ბონარი 73), ფატი, ანდრე, ტალო (ბარაჯი 82).

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.

რეიმსი (4-3-3): აგასა, სინიორინო, კონტე, ტაკალფრედი, მანდი, ონიანჟი, კრიშოვიაკი (შაბრონიე 67), დევო, ფორტე (ატარი 55), კურტე, დე პრევილი (დიეგო 64).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

გოლები: 1:0 ტალო (3), 2:0 პეროცო (6), 2:1 ონიანჟი (41).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ტალო 69.

მსაჯი: ფილიპ კალტი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 11 (5)-13 (9), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 8-3, ჯარიმა: 11-8.

 

ბორდო-მარსელი 1:1 (0:1)

ბორდო, “შაბან დელმა” 31555

ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი (ბიოგო პოკო 46), ფობერი, ტრაორე, სერტიჩი, მორის-ბელე, როლანი (დიაბატე 66), დიაბატე.

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, მორელი, ნ’კულუ, დიავარა, ჯეჯე, რომაო, შეირუ, ა. აიუ, პაიე (ვალბუენა 58), ტოვინი (იმბულა 87), ჟინიაკი.

მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.

გოლები: 0:1 შეირუ (31), 1:1 დიაბატე (66).

გაფრთხილებები: ფობერი 72, ენრიკე 90+2 - რომაო 22.

მსაჯი: ბენუა მილო.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12 (2)-5 (2), კუთხური: 3-0, თამაშგარე: 2-5, სეივი: 1-1, ჯარიმა: 19-13.

 

ევიანი-ნიცა 2:0 (1:0)

ენსი, “პარკ დე სპორტსი” 14189

ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, აბდალა, ანგულა, კამბონი, საბალი (მენსა 61), ტიე ბი, სორლინი, ბენეზე, ვასი, ბერიგო (კონე 81), რუბენი (სუგუ 61).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

ნიცა (4-2-3-1): ჰანსენი, ამავი, კოლოძიეშაკი (ჟენევუა 52), პეიჩინოვიჩი, პალუნი, რაფეტრანიაინა (აბრიელი 68), მენდი, ბოტეკი, ეისერიკი, ონორა (პუელი 77), მოპეი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

გოლები: 1:0 ბერიგო (19), 2:0 ბენეზე (77).

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 9 (3)-3 (1), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 12-11.

 

გენგამი-ტულუზა 2:0 (2:0)

გენგამი, “რუდურუ” 18031

გენგამი (4-4-2): სამასა, სანკოჰი, კერბრა, სორბონი, ლევეკი, ლანგილი (დოს სანტოსი 81), მატისი, სანკარე, ბოვუ (ჟირესი 69), იატაბარე, მანდანი (ატიკი 61).

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.

ტულუზა (4-1-3-2): ბუშე, აკპა აპკრო (იაგო 70), ორიე, ვესკოვაცი, ნინკოვი, ძებინა, ტრეხო, ფურმანი (დიდო 66), რეგატინი (რომანი 76), ბენ იედერი, ბრეითუაითი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

გოლები: 1:0 ბოვუ (5), 2:0 იატაბარე (14).

გაფრთხილებ: ორიე 11.

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 7 (3)-16 (9), კუთხური: 0-9, თამაშგარე: 1-0, სეივი: 9-1, ჯარიმა: 16-18.

 

ლილი-პსჟ 1:3 (0:1)

ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა” 48960

ლიონი (4-3-1-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე (ორიჟი 70), ბალმონი (სიდიბე 82), მავუბა, გეიე, მარტინი, კალუ, რუ (დელაპლასი 46).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, დინე, კამარა, ალექსი, მარკინიოსი, რაბიო (მატუიდი 70), კაბაიე (ლავესი 40), ვერატი, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, პასტორე (ონჟენდა 65).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 0:1 მარკინიოსი (41), 0:2 ლუკასი (66), 0:3 მატუიდი (83), 1:3 დელაპლასი (90).

გაფრთხილებები: მავუბა 89 - რაბიო 3, დინე 57, მარკინიოსი 60, იბრაჰიმოვიჩი 90.

გაძევება: მარტინი 36.

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 20 (6)-9 (5), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 1-5, სეივი: 2-5, ჯარიმა: 11-15.

 

ლიონი-ლორიანი 0:1 (0:0)

ლიონი, “ჟერლანი” 39533

ლიონი (4-1-3-2): ლოპესი, დაბო, კონე, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ფერი, მალბრანკი (გრენიე 46), მვუემბა (გურკუფი 76), ლაკაზეტი, გომისი (ბრიანი 63).

მწვრთნელი: რემი გარდი.

ლორიანი (4-4-2): შეინო, გერეირო, ლოტოა, ბურილონი, გასამა, მონე პაკე, კუტადო, დუკურე, პელე (აბდულა 89), ალიადიერი, ტრაორე (რობერი 84).

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

გოლი: 0:1 დუკურე (54).

გაფრთხილებები: კონე 86 - გასამა 69.

გაძევებები: დაბო 13, ფერი 90+3 - მონე-პაკე 90+3.

მსაჯი: ენტონი გოტიე.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 17 (5)-12 (5), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 11-11.

 

მონპელიე-ბასტია 0:2 (0:1)

მონპელიე, “ლა მოსონი” 13969

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, დეპლანი, სტამბული, კონგრი, ტიენე (მუნიე 74), საიჰი (დეზა 56), მარტინი, სანსონი, კაბელა, აიტ ფანა (ელ კაუტარი 42), ნიანგი.

მწვრთნელი: როლან კურბისი.

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, არეკი (პალმიერი 80), რომარიკი, მოდესტო (საბლი 69), დიაკიტე, იატაბარე, კაუზაკი, კაზრი, ბუდებუზი, კეიტა, ბრუნო (რასპენტინო 71).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

გოლები: 0:1 იატაბარე (45+2), 0:2 კაზრი (72).

გაფრთხილებები: მარტინი 25 - იატაბარე 81.

მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 11 (3)-15 (7), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 5-3, ჯარიმა: 8-12.

 

ნანტი-სენტ ეტიენი 1:3 (0:3)

ნანტი, “ბოსეჟუარი” 36609

ნანტი (4-3-3): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯიჯი (გომისი 36), ვეინო, ბედოია (ბესა 77), დო, ვერეტო, ნიკოლიტა, შეხტერი (არისტიგიეტა 67), გაკპე.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, ბრიზონი, პერინი, სალი, ზუმა, კლემენი, ლემუანი, გრადელი, კონე (კოადე 71), ამუმა (ტაბანუ 82), ერდინგი (ბრანდაო 60).

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

გოლები: 0:1 ერდინგი (11), 0:2 გრადელი (23, პენ), 0:3 ერდინგი (45+2), 1:3 გაკპე (82).

გაფრთხილებები: ჯიჯი 21, ვერეტო 50, არისტიგიეტა 82 - პერინი 59, რუფიე 82.

მსაჯი: ოლივიე ტუალი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 20 (8)-6 (4), კუთხური: 11-1, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-7, ჯარიმა: 11-13.

 

რენი-სოშო 1:2 (0:1)

რენი, “რუტ დე ლორიანი” 16228

რენი (4-3-3): კოსტილი, დანზე, უტანჯო, ბოიე, მორეირა, კონდრასენი, დუკურე (ოლივეირა 78), ბაკაიოკო (ფერე 61), გროსიცკი (ნ’ტეპი 54), ტოივონენი, ალესანდრინი.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

სოშო (4-2-3-1): პელე, მარანჟი, კანტი, სუნზუ, ფოსურიე, სინკალა, პრჩიჩი (მაიუკა 75), კონტუ (ბუკარი 67), რუდე (ილაიმაჰარიტრა 89), კორშია, ჯ. აიუ.

მწვრთნელი: ერვ რენარი.

გოლები: 0:1 ჯ. აიუ (33), 1:1 ნ’ტეპი (72), 1:2 მაიუკა (77).

გაფრთხილებები: მორეირა 51, ტოივონენი 84 - კონტუ 34, მარანჟი 43, ჯ. აიუ 51.

მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (5)-13 (6), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 12-9.

 

ვალანსიენი-მონაკო 1:2 (0:1)

ვალანსიენი, “ენო” 13006

ვალანსიენი (4-4-2): პენეტო, მატე, კაგელმახერი, როზი, მეჯანი, დუმბია, და სილვა (პუჟოლი 68), მასუაკუ, ენზა იამისი, მელიკსონი, ვარისი.

მწვრთნელი: არიელ იაკობსი.

მონაკო (4-4-2): რომერო, ეშიეჟილე, აბდენუ, კარვალიო, რაგი, ფერეირა (ოკამპოსი 69), ობადი, პი (მოუტინიო 80), დირარი, მარტიალი (რივიერი 61), ჟერმენი.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლები: 0:1 ჟერმენი (40), 1:1 დუმბია (71), 1:2 დირარი (87).

გაფრთხილებები: როზი 47 - აბდენუ 72, ეშიეჟილე 75.

მსაჯი: ბართოლომო ვარელა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (2)-9 (5), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-1, ჯარიმა: 14-12.

0.118711