ფეხბურთი

18:12 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები თბილისშია

 

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ დროზე გაცილებით ადრე ჩამოვიდა. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ფრანგები აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო “რედისონში” გაემგზავრნენ. ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

ხუთშაბათს, 18:00 საათზე, “დინამო არენას” მედიაცენტრში, დიდიე დეშამის მატჩისწინა, ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. 19:30-დან კი, საფრანგეთის ნაკრების ვარჯიში დაიწყება, რომელიც მედიისთვის 15 წუთით იქნება ღია. აქვე გეტყვით, რომ ვარჯიშზე მაყურებელი არ დაიშვება.

გიორგი ბალახაძე  


0.14189