სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:20 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და მათთან მკაცრი საუბარი გამართა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, ლე გრე ეროვნული გუნდის ბაზას ეწვია და მოთამაშეებს გაესაუბრა.

პირველ მატჩში კიევში უკრაინასთან 0:2 მარცხის შემდეგ, პრეზიდენტმა მოთამაშეებს განწყობა და თავდადება დაუწუნა. მან ფეხბურთელებს სთხოვა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარ მოვალეობებს და მათ მოქმედებისკენ მოუწოდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125066