საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის პირველ მატჩში გულშემატკივრებმა გოლები ვერ იხილეს. „ტულუზასთან“ გამართულ გასვლით შეხვედრაში, „სენტ ეტიენი“ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ კრისტოფ გალტიეს გუნდმა გოლის გატანა ზედიზედ მე-3 გასვლით თამაშში ვერ მოახერხა და „ლილს“, რომელიც შაბათს თამაშობს, სხვაობის გაზრდის შანსი მისცა.
რაც შეეხება „ტულუზას“, ამ გუნდს გოლი ბოლო 3 საშინაო შეხვედრაშ არ გაუტანია.
ტულუზა-სენტ ეტიენი 0:0
ტულუზა, “მუნისიპალი”
ტულუზა (3-5-2): ბუშე, იაგო, ძებინა, სპაიჩი, ორიე, დიდო (შანტომი 83), აგილარი, ტრეხო, აკპა აკპრო, ბენ იედერი (ბენ ბაზატი 71), ბრეითუაითი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი (ბრიზონი 32), ზუმა, პერინი, ტრემულინა, ლემუანი, კოადე, ამუმა, კონე (კლემენი 83), ტაბანუ, ერდინგი (ბრანდაო 76).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გაფრთხილებები: იაგო 5, აგილარი 34, ტრეხო 73, სპაიჩი 79 - კოადე 59, ტრემულინა 81.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 5 (2)-7 (2), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 10-15.