სხვა

21:38 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ტურნირი ტყვიის სროლაში

22-24 ნოემბერს ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, შოთა ქველიაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება გაიმართა ტყვიის სროლაში. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და მალაიზიის სპორტსმენებმა მიიღეს.

საპრიზო ადგილებისათვის ჯამში სულ 44 სპორტსმენი იბრძოდა 2-2 ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცებსა და ქალებს, ასევე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის. 23 ნოებერს საუკეთესოები ქალთა და გოგონათა შორის გამოვლინდნენ, 24 ნოემბერს კი პირველობისათვის მამაკაცები და ჭაბუკები იბრძოდნენ.

ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება ნინო სალუქვაძის ტირში გაიმართა. საუკეთესოები საქართველოს ტყვიის სროლის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ.

 

შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის შედეგები

კაცები

1. რუსლან რუნოვი (აზერბაიჯანი, 671.2 ქულა)

2. რასულ მამადოვი (აზერბაიჯანი, 668.4)

3. ლევან ქადაგიძე (საქართველო, 659.1)

 

ჭაბუკები

1. ახუნდავ ურფანი (აზერბაიჯანი, 568)

2. ცოტნე მაჭავარიანი (საქართველო, 559)

3. ვლადისლავ მაიროვი (საქართველო, 556)

 

ქალები

1. ნინო სალუქვაძე (საქართველო, 478.1)

2. ირადა აშუმოვა (აზერბაიჯანი, 473.4)

3. ნიგიარ ნასიროვა (აზერბაიჯანი, 469.6)

 

გოგონები

1. ლიზი კილაძე (საქართველო, 370)

2. მარიამ ბლუაშვილი (საქართველო, 367)

3. ქეთევან შედანია (საქართველო, 366)

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.12473