დამდეგ აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს. იგორ კოკოშკოვის გუნდი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება.
ნაკრებმა უკვე მოილია 7 ამხანაგური მატჩი და მომდევნოს დღეს ლიტვასთან ჩაატარებს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს თბილისის საერთაშორისო ტურნირით – მერიის თასით დახურავს.
საქართველოში სათამაშოდ ბელარუსის, მოლდოვისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები ჩამოვლენ. მერიის თასი 2 აგვისტოს დაიწყება და 3 დღეს გასტანს. 2, 3 და 4 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში 2-2 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯერ
ბელარუსის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები საქართველოს მსგავსად ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან. ბრიტანელები ჯგუფში ისლანდიასა და ბოსნიასთან ერთად არიან, ხოლო ბელარუსი საქართველოს მსგავსად ოთხგუნდიან ჯგუფშია მაკედონიასთან, ბელგიასთან და დანიასთან ერთად.
www.gbf.ge