ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, მსოფლიოს უახლესი რეიტინგ-სიები გამოაქვეყნა. 2011 წლის სეზონს, 15-16 იანვარს, მსოფლიოს მასტერსი გახსნის, რომელსაც 15-16 იანვარს ბაქო უმასპინძლებს და მასზე, თითოეულ წონით კატეგორიაში ტატამზე 16-16 საუკეთესო ძიუდოისტი გავა. ქართველთაგან ნორმატივი ხუთმა ძიუდოისტმა შეასრულა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ ახლახან გამონაკლისი დაუშვა და ტატამზე გასვლის უფლება თექვსმეტეულს მიღმა დარჩენილ სპორტსმენებსაც მისცა. შესაბამისად, ბაქოს მასტერსზე ჭიდაობის ნება მძიმეწონოსანმა, ზვიად ხანჯალიაშვილმაც მოიპოვა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში +100 კგ-ში, 21-ე პოზიციაზე დგას.
ბაქოს მასტერსის ჩემპიონები 400 სარეიტინგო ქულას ხომ მოიპოვებენ, ამასთან, ტურნირის საპრიზო ფონდიდან (200 ათასი დოლარი) 6 ათასი დოლარის მოპოვებასაც შეძლებენ. მონაწილეთა სრული სია უკვე ცნობილია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მასში ცვლილებები აღარ განხორციელდება. საერთაშორისო ფედერაციის მიერ, გავრცელებულ ოფიციალურ განაცხადს და ბაქოს მასტერსის დანაკლისს აქვე გთავაზობთ.
60 კგ
მონაწილეები: რიშოდ სობიროვი (1. უზბეკეთი), გიორგი ზანთარაია (3. უკრაინა), არსენ გალსტიანი (4. რუსეთი), ლუდვიგ პაიშერი (5. ავსტრია), ხეროენ მუურენი (6. ჰოლანდია), ელიო ვერდე (8. იტალია), ბესლან მუდრანოვი (9. რუსეთი), ამირან პაპინაშვილი (11. საქართველო), ჰიროფუმი იამამოტო (12. იაპონია), ბოლდბაატარ განბატი (13. მონღოლეთი), სოფიან მილუ (14. საფრანგეთი), დავით ასუმბანი (16. საქართველო), ტუმურხულეგ დავაადორჟი (17. მონღოლეთი), ფელიპე კიტადაი (21. ბრაზილია).
დააკლდებიან: ჰიროაკი ჰირაოკა (2. იაპონია), მასააკი ფუკუოკა (7. იაპონია), გვანგ-იონ ჩოი (სამხრეთ კორეა), ჰოვანეს დავთიანი (15. სომხეთი).
66 კგ
მონაწილეები: ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (1. მონღოლეთი), ალიმ გადანოვი (2. რუსეთი), მუსა მოგუშკოვი (3. რუსეთი), იო-ჟინ კიმი (4. სამხრეთ კორეა), მიარაგჩა სანიაასურენი (5. მონღოლეთი), მიკლოშ უნგვარი (6. უნგრეთი), სუგოი ურიარტე (7. ესპანეთი), იუნპეი მორიშიტა (8. იაპონია), მასაში ებინუმა (9. იაპონია), ლეანდრო კუნია (10. ბრაზილია), ლუის კორვალი (11. საფრანგეთი), როკ დრაკშიჩი (12. სლოვენია), დავიდ ლაროში (13. საფრანგეთი), კამილ ხან-მაგომედოვი (14. რუსეთი), სერგეი დრებო (15. უკრაინა), პაველ ზაგროდნიკი (17. პოლონეთი).
დააკლდება: ჟეონგ-ჰვან ანი (16. სამხრეთ კორეა).
73 კგ
მონაწილეები: კი-ჩუნ ვანგი (1. სამხრეთ კორეა), მანსურ ისაევი (3. რუსეთი), დირკ ვან ტიჩელტი (4. ბელგია), იასუჰირო ავანო (5. იაპონია), დექს ელმონი (6. ჰოლანდია), ვოლოდიმირ სოროკა (7. უკრაინა), ნიკოლას ტრიტონი (8. კანადა), ჟოაო პინა (9. პორტუგალია), ატილა უნგვარი (10. უნგრეთი), ბენჟამენ დარბალე (11. საფრანგეთი), ნიამ-ოჩირ საინიარგალი (12. მონღოლეთი), უგო ლეგრანი (13. საფრანგეთი), მურატ კოძოკოვი (14. რუსეთი), ნიკოლას დელპოპოლო (15. აშშ), ჟილ ბონომი (16. საფრანგეთი), ბრუნო მენდონსა (17. ბრაზილია).
დააკლდება: ჰიროუკი აკიმოტო (2. იაპონია).
81 კგ
მონაწილეები: ივან ნიფონტოვი (2. რუსეთი), ლეანდრო გილეირო (3. ბრაზილია), სირაჟუდინ მაგომედოვი (4. რუსეთი), იან ბარტონი (5. ბრიტანეთი), ტაკაჰირო ნაკაი (8. იაპონია), მასაჰირო ტაკამაცუ (9. იაპონია), ჯილომ ელმონი (10. ჰოლანდია), ოლე ბიშოფი (11. გერმანია), ტომისლავ მარიანოვიჩი (12. ხორვატია), ლევან წიკლაური (13. საქართველო), ალექსანდრ სტიაშენკა (14. ბელარუსი), ტრევის სტივენსი (15. აშშ), საფუან ატაფი (16. მაროკო), აქსელ კლერჟე (17. საფრანგეთი), ანტონიო ჩიანო (18. იტალია).
დააკლდებიან: ჯაე-ბუმ კიმი (1. სამხრეთ კორეა), ფლავიო კანტო (6. ბრაზილია), დაე-ნამ სონგი (7. სამხრეთ კორეა).
90 კგ
მონაწილეები: ტაკაში ონო (1. იაპონია), კირილ დენისოვი (2. რუსეთი), დილშოდ ჩორიევი (3. უზბეკეთი), დაიკი ნიშიამა (5. იაპონია), ილიას ილიადისი (6. საბერძნეთი), ელხან მამადოვი (7. აზერბაიჯანი), ტიაგო კამილო (8. ბრაზილია), ვარლამ ლიპარტელიანი (9. საქართველო), კიუ-ვონ ლი (10. სამხრეთ კორეა), ხურშიდ ნაბიევი (11. უზბეკეთი), ლორენცო ბანიოლი (13. იტალია), მასაში ნიშიამა (14. იაპონია), კაროლის ბაუზა (15. ლიტვა), ჰეშამ მესბაჰი (17. ეგვიპტე), მარკუს ნიმანი (18. შვედეთი), ტიმურ ბოლატი (19. ყაზახეთი).
დააკლდებიან: ჰუგო პესანა (4. ბრაზილია), იუია იოშიდა (12. იაპონია), მარკ ენტონი (16. ავსტრალია).
100 კგ
მონაწილეები: ტაკამასა ანაი (1. იაპონია), ელკო ფან დერ ხესტი (2. ბელგია), ჰი-ტაე ჰვანგი (3. სამხრეთ კორეა), რამადან დარვიში (4. ეგვიპტე), ლუჩიანო კორეა (5. ბრაზილია), ჰენკ ხროლი (6. ჰოლანდია), მაქსიმ რაკოვი (7. ყაზახეთი), ტაგირ ხაიბულაევი (8. რუსეთი), იაუჰენ ბიადულინი (9. ბელარუსი), ტიერი ფაბრე (10. საფრანგეთი), სერგეი სამოილოვიჩი (11. რუსეთი), ლევან ჟორჟოლიანი (12. საქართველო), ლუკაშ კრპალეკი (13. ჩეხეთი), ევგენიუს ბოროდავკო (14. ლატვია), ორეიდის დესპაინი (16. კუბა), ტემუულენ ბატულგა (17. მონღოლეთი).
დააკლდება: დიმიტრი პეტერსი (15. გერმანია).
+100 კგ
მონაწილეები: ტედი რინერი (1. საფრანგეთი), ისლამ ელ შეჰაბი (2. ეგვიპტე), ანდრეას ტოლცერი (3. გერმანია), კეიჯი სუძუკი (5. იაპონია), აბდულო ტანგრიევი (6. უზბეკეთი), სუნგ-მინ კიმი (7. სამხრეთ კორეა), ოსკარ ბრისონი (10. კუბა), სტანისლავ ბონდარენკო (12. უკრაინა), დანიელ ჰერნანდესი (14. ბრაზილია), იანუშ ვოინაროვიჩი (17. პოლონეთი), რაფაელ სილვა (18. ბრაზილია), დაიკი კამიკავა (19. იაპონია), იჰარ მაკარაუ (20. ბელარუსი), ზვიად ხანჯალიაშვილი (21. საქართველო), დიმიტრი სტერხოვი (23. რუსეთი).
დააკლდებიან: კაზუჰიკო ტაკაჰაში (4. იაპონია), ბარნა ბორი (8. უნგრეთი), სო-ვან კიმი (9. სამხრეთ კორეა), მარტინ პადარი (11. ესტონეთი), გრიმ ვუისტერსი (13. ჰოლანდია), ჰიროკი ტაჩიამა (15. იაპონია), ენის ჩედლი (16. ტუნისი).
ოთარ მაღლაკელიძე







