მთელმა მსოფლიომ ნახა, ესპანეთი – გერმანიის ნახევარფინალური მატჩის მე-4 წუთზე, მინდორზე გულშემატკივარი გადმოხტა და ვუვუზელათი ირბინა. გაირკვა მისი ვინაობაც: 23 წლის იტალიელი “ტიფოზი” მარიო ფერი. კი მაგრამ, ასეთი რა განცდა უნდა ჰქონოდა იტალიელს ნახევარფინალში, როცა მისი საყვარელი ნაკრები, კარგა ხანია, სამშობლოში თავჩაქინდრული დაბრუნდა...
თურმე, ფერის “სკუადრა აძურას” თავკაც მარჩელო ლიპისთან ჰქონია პრეტენზიები და მაისურზე ეწერა – “ლიპი, მე ხომ გითხარი. რატომ არ წაიყვანე კასანო”?
სხვათა შორის, ეს მარიო ფერის პირველი “ვოიაჟი” არ იყო მინდორზე. გასულ წელს, მან იტალია – ჰოლანდიის შეხვედრისას შეირბინა და მაშინაც კასანოს თამაშს თხოულობდა. დღეს კი, კასანოს ფანს სასამართლოში მოუწევს ახსნა-განმარტებების მიცემა.







