ფეხბურთი

12:42 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სად არის ფული? კლუბები ხუთშაბათს შეიკრიბებიან

4 სექტემბერს საქართველოს უმაღლესლიგელი კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და თავიანთ მდგომარეობას დააფიქსირებენ: ისინი ელოდებიან სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც, კლუბებს იანვრამდე ყოველთვიურად 50 000 ლარი უნდა მიეღოთ, ხოლო იანვრიდან სეზონის ბოლომდე კიდევ ყოველთვიურად 50 000. ანუ, ჯამში 450 000 ლარზეა საუბარი.

ეს ფული არსად ჩანს და ზოგიერთ გუნდს ძალიან უჭირს. მათთვის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც კი პრობლემა ხდება და ამ სანაკრებო შესვენებისას იყო შემთხვევები, როცა გუნდს ტესტ-მატჩის ჩატარება სურდა, მაგრამ რადგან ქამარი ძალიან აქვთ შემოჭერილი, ვერ მოახერხეს – მგზავრობას ფული სჭირდება.

კლუბების ხელმძღვანელები ვერ ამბობენ, როდის მიიღებენ ამ დახმარებას – ველოდებით, მაგრამ ზუსტი თარიღი არავის უთქვამსო. ისინი ხუთშაბათს "მიხეილ მესხის" სტადიონზე შეიკრიბებიან და ვნახოთ, რას იტყვიან ახალს.

0.119317