ჩოგბურთი

14:48 | 7.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

საჩოგბურთო არდადეგები ახლოვდება

წლის დასასრულთან ერთად, ქართველ ჩოგბურთელთა არდადეგებიც ახლოვდება. მიმდინარე კვირაში საქმეში მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვიხილავთ და სავარაუდოდ, სეზონს ისიც დაასრულებს. ვინაიდან დიდად დატვირთული არც გასული კვირა ყოფილა, საჩოგბურთო რეიტინგებში მინიმალური ცვლილებები მოხდა და გამონაკლისი არც ქართველი გოგო-ბიჭები ყოფილან.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგი: 176 (176). ანა ტატიშვილი – 328 ქულა; 180 (180). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 205 (206). მაკა ჩახნაშვილი – 258; 354 (352). სოფო შაფათავა – 109; 431 (429). სოფო ქვაცაბაია – 80; 478 (477). მანანა შაფაქიძე – 66; 485 (488). თათია მიქაძე – 63; 540 (482). ეკატერინე გორგოძე – 50; 1020 (1024). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1077 (1084). ანა ჯიქია – 4;
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგი: 557 (556). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1010 (1016). ლადო ჩიხლაძე – 7; 1101 (1110). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1508 (1516). გიორგი ცივაძე – 1; 1600 (1606). სოზარ გოქაძე – 1; 1600 (1606). ნოდარ ითონიშვილი – 1; გიორგი რევაზიშვილი – 1;
დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ზედიზედ მე-3 კვირაა, 10-ათასიანი ტურნირები იმართება, რომლებშიც მონაწილეობას ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.
ნიკოლოზის წინა ცდები წარუმატებელი გამოდგა, ახლა კი იგი ნავსის გატეხვას ეცდება. 17 წლის ბასილაშვილი ძირითად ბადეშია დაშვებული და ასპარეზობას საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ დაიწყებს.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095819