საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ტექნიკურ დირექტორად კახა კაშია დანიშნეს. ამის შესახებ “საბურთალოს” პრესსამსახური იუწყება.
აქამდე, კლუბში ტექნიკური დირექტორის პოსტი არ იყო და მას კაშია ჩაიბარებს. ეს უკანასკნელი, ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე “საბურთალოს” სტრუქტურაში შემავალი გუნდების მენეჯერად მუშაობდა.
2 თებერვალს “საბურთალო” შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება და კაშიაც გუნდთან ერთად იქნება.